ჩვენ ტელებლოგში

სოფელი სამება

ერთი სოფელი, 23 ოჯახი და სამი ეთნოსი მადათაფის ტბასთან.

დუხობორები, სომხები და ქართველები - პატარა სოფლის სამი ცხოვრება.

სოფელი სამება - ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის პროექტში „ზღვარზე“, „ტელებლოგში“.

კირბალი (01/04/2016)

აქ ადრე კირბალელი კაცები შეშას, ქალები კი - მაყვალს ეძებდნენ.

ტყის პირას გამავალი უხილავი საოკუპაციო ხაზი, რომელმაც ნაცნობი ადგილები საფრთხედ აქცია.

კირბალი - გატაცებულების სოფელი - ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის პროექტში „ზღვარზე“, „ტელებლოგში“.

ფიროსმანი (25/03/2016)

მდინარეზე გამავალი მოძრავი საზღვარი, ტრადიციული ბაზრობა კვირაში ორჯერ. 

შუშანიკი, გარგრის ხეები და ბევრი ველოსიპედიანი ბავშვი. 

აჭარელი ეკომიგრანტების ცხოვრება ალაზნის პირას. 

სოფელი ფიროსმანი - პრემიერა, მარიტა თევზაძისა და ანა ჯეგნარაძის პროექტი „ზღვარზე“, ტელებლოგში.

ჯარიაშენი (18/03/2016)

ჯარიაშენი - სოფელი, სადაც საოკუპაციო ძალებს ვაშლის ბაღებზე გზა გაჰყავთ. 

ადგილობრივებისათვის კიდევ უფრო შეზღუდული სივრცე. 

72 მეტრი ვაშლის ბაღებიდან და 100 მეტრი მავთულხლართებიდან. 

ყოველდღიური ცხოვრება ჯარიაშენში საგანგებო ახალი ამბების მიღმა - მარიტა თევზაძისა და ანა ჯეგნარაძის პროექტში „ზღვარზე“, „ტელებლოგში“. 

საკირე (11/03/2016)

გორაკებზე შეფენილი ლამაზი ბერძნული სოფელი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს ბერძნების მხიარულება აკორდეონის თანხლებით. 

დღეს აქ კვამლი ყოველი მეათე სახლიდან ამოდის. 

ანასტასია - სოფლის უკანასკნელი ბერძენი მკვიდრი. 

ცხოვრება, რომელიც შეუმჩნევლად მიდის... 

საზღვრისპირა სოფელი საკირე.

ნიქოზი (04/03/2016)

საოკუპაციო ხაზთან მდებარე მორიგი სოფელი: 

ხელოვნების სკოლა - ხელოვნური ბარიერის პირისპირ. 

აქ ბავშვები აცოცხლებენ ნახატებს, აცეკვებენ ჩრდილებს... 

და სულ ახლოს მდებარე ცხინვალი, საიდანაც მხოლოდ სიჩუმე მოდის...

არალი

10/02/2016

ერგნეთი (12/02/2016)

მარიტა თევზაძისა და ანა ჯეგნარაძის ფილმი „ერგნეთი“. სატელევიზიო ვერსია.

ჯანდარის ტბა (05.02.2016)

ტბა, რომლის ქართულ ნახევარს ჯანდარი ჰქვია, აზერბაიჯანულს კი - თეთრი ტბა. 
საზღვარი, რომელმაც ერთი ტბა ორი ქვეყნის საკუთრებად აქცია.

სანამ მეთევზეები თევზაობენ, მათი დები და ცოლები ძველი ჭურვების ნამსხვრევებს ეძებენ, მონადირეები მზეს ეფიცხებიან, ჯანდარის სეიდი ბავშვობას იხსენებს...

ცხოვრება ტბაზე გამავალ საზღვართან - ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის ფილმი - ჯანდარის ტბა.

პროექტის სატელევიზო ვერსია.

უდაბნო (29.01.2016)

პროექტის სატელევიზო ვერსია

test