- ამბავი
იანვარო, კალენდარო,
και καλά καλαντισμένε, კარგად მოკაზმულო,
εκεί στις Άκριες που υα πας, იქ, განაპირას რომ წახვალ,
κι εκεί που θα γυρίσεις და იქ, სადაც დაბრუნდები
εκέι ’ναι μοίρες των Μοιρών იქ არიან მოირათა მოირები,
και η δική μου Μοίρα, და ჩემი მოირაც (ან ბედიც იქაა),
αν είναι πλούσια και καλή, თუ მდიდარია და კარგი,
πες της να ρθεί να μ’εύρει, უთხარი, მოვიდეს და მომიძიოს,
αν είναι και πεντάφτωχη, ხუთგზის ღატაკი რომც იყოს,
πάλι ναρθεί να μ’εύρει. 19 მაინც მოვიდეს და მომიძიოს.
ამ ტექსტს წარმოთქვამდა შუაღამისას საკუთარ ოთახში ჩაკეტილი და აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული გასათხოვარი ქალიშვილი, რათა სიზმარში საქმრო ეხილა, მაგრამ აუცილებელი იყო ფანჯარაზე ან ბალიშის ქვეშ საშობაო პურიდან მოპარული პატარა ნაჭერი მოეთავსებინა. 20 მსგავს ტრადიციას დღემდე ვხვდებით ქართულ სოფლებში, როცა ახალი წლის ღამეს გასათხოვარი გოგონები მარილიან კვერებს მიირთმევენ, რათა მოწყურებულებს სიზმარში საბედომ მიაწოდოს წყალი. ამ კვერებს ხშირად კაცის ფორმა აქვთ და ბასილის პურებს, ბასილიკებს ან კაცაბასილებს უწოდებენ, რაც უდავოდ კესარიელი მიტროპოლიტის სახელსა და ბერძნულ ჩვეულებას უკავშირდება.
ავტ. მედეა აბულაშვილი, ფილოლოგიის მეცნ.კანდიდატი, "რიტუალის ხელოვნება ბერძნულ ხალხურ სიმღერებში"
„ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ქართლში მცხოვრებ უცხო ეთნიკურ ერთეულთაგან შეიძლება დავასახელოთ ბერძნები. ძველი დროიდან ბერძნები დასავლეთ საქართველოშიც მკვიდრობდნენ. საქართველოს შავიზღვისპირეთში ბერძნულ კოლონიზაციას თან სდევდა ბერძნული მოსახლეობის დამკვიდრება ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში (მ. ინაძე, 1982).
არქეოლოგიური გათხრებით მცხეთაში ბერძენთა მცირე ჯგუფების არსებობას ვარაუდობენ (ა. აფაქიძე, 1963, გვ. 241). ისინი ძირითადად ხელოსნურ საქმიანობას ეწეოდნენ. შუა საუკუნეებში საქართველოში მსხვილი ბერძნული დასახლებები არ გვქონია. კომპაქტური ბერძნული დასახლებები საქართველოში XVIII საუკუნის II ნახევარში ჩნდება. ცნობილია, რომ მეფე ერეკლე II-მ ანატოლიელი ბერძნები ახტალისა და ალავერდის სპილენძის მადნების დასამუშავებლად მოიწვია".
როლანდ თოფჩიშვილი "ეთნოისტორიული ეტიუდები", 2005
"ადრინდელი საცხოვრებელი იყო ზღვისპირა რაიონები — სანტე, სიურმენე, კრომა, მიუზენი, ოვას, ხოფის, რიზეს ოლქები, ხოლო გორასა და საკირეს მცხოვრებლები ყარსის სოფლებიდან იყვნენ."
http://dzeglebi.ge/