- ამბავი
„როცა ვინმე ალაზნის ხეობას გადამიშლის თვალწინ (სირცხვილი: ჯერ არ მინახავს), მაშინვე ილია ჭავჭავაძე მაგონდება: იგიც ძლევამოსილია ვით ალაზნის ხეობა, იგიც ფართოა ვით ალაზნის თვალუწვდენელი ველი, იგიც ფიქრით სავსეა ვით ალაზნის ჭალა. ასეთი მოევლინა იგი საქართველოს, სავსე შემოქმედი ძალით და გმირული გადაწყვეტითა".
გრიგოლ რობაქიძე, წერილები „არჩილ ჯორჯაძეს“
„თამარ მეფეს ბევრი სასახლეები ჰქონდა, და მერე ისიც სამეფოს ყოველ კუთხეში. წელიწადის რომელსამე დროს იგი ატარებდა ამა თუ იმ სასახლეში, რომ იქაური საქმეები განეგო, თავის თვალით ენახა ერი და დაელხინებინა ადგილობრივ მკვიდრთათვის. მისი სასახლეები იყო: ტფილისს, ტაბახმელას, აზეულას (კოჯორს), აგარანს, დედოფლისწყაროს, თოღას (ლაგოდეხში), მანავს, თელავს, გრემს, თიანეთს, ჟინ- ვანს, ანანურს, ნაჭარმაგევს, ატენს, ვარძიას, თამარის-ციხეს, გეგუთს, მარტვილს, ცხუმს, სვანეთს, ბათომს და სხ. თითქმის ყველა სასახლეს ერტყა ძლიერი ციხე-გალავანი ბურჯებითა და სასროლებით, და აგრეთვე ჰქონდათ საკუთარი წყაროცა და სხ. სამსახურებლებიც“.
„თამარ მეფე“
გ ა მ ო ც ე მ ა ტფილისის ქართველ ქალთა საზოგადოებისა ტ ფ ი ლ ი ს ი
მსწრაფლ-მბეჭდავი სტამბა ვ. ა. რუხაძისა, გაბაევის შესახ. №1.
1917
„რუსი გიორგი სპარსთა დახმარებით ერთხელ კიდევ შემოიჭრა განჯის მხრიდამ, დაიჭირა ზოგიერთი სოფლები შიგნით მინდორში, დაატყვევა ზოგი ქიზიყელობა, მაგრამ ხორნაბუჯის ერისთავმა საღირმა თავის სამის შვილით და მცირე რაზმით დაამარცხა იგი, ამოწყვიტა თან-მყოფნი და ორის მონითღა ძლივს გადარჩა თვითონ რუსი. მის შემდეგ მისი სახსენებელი განქარდა: არავინ იცის, ცამ ჩაყლაპა, თუ დედამიწამ უყო პირი და ჩაიძირა. მხოლოდ ჩახრუხაძე მის შესახებ ამას ამბობს (44): თამარ მეფეო, „ხაფად დაგესხენ ქ მ რ ა დ რამე გესხენ, აწ ძ ვ ა ლ თ ა მათთა დაჰხდეს რა რყევად?“.
„თამარ მეფე“
გ ა მ ო ც ე მ ა ტფილისის ქართველ ქალთა საზოგადოებისა ტ ფ ი ლ ი ს ი
მსწრაფლ-მბეჭდავი სტამბა ვ. ა. რუხაძისა, გაბაევის შესახ. №1.
1917
„მტკვრიდან მოყოლებულ მთელ ველზე, პლინიუსის თქმით (IV, 29), ჯერ ალბანთა ტომები სახლობენ, შემდეგ კი — იბერებისა, რომლებსაც ერთმანეთისაგან ყოფს მდინარე ოკაზანი, ანუ ზოგი ხელნაწერის წაკითხვით — ალაზანი, კავკასიონის მთებიდან რომ ჩამოდის და მტკვარს ერთვის; ე. ი. საკმაოდ ბეჯითად შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამედროვე მდინარე ალაზანია“.
ალექსანდრე გამყრელიძე, 1973, "ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ"