- ამბავი
განახლებული უდაბნო და პირველი ქორწილი
„სოფელმა თავის დაბადების დღეს პირველი ქორწილი გამართა. მეტად ძვირფასი სტუმრები ეწვივნენ ნეფე-დედოფალს - ავთანდილ ბერმამკელსა და ნელი ბაფხოშვილს. რესპუბლიკის თავკაცებმა მიულოცეს მათ გაბედნიერება, საჩუქრები გადასცეს.
თავის გულითად მისალმებაში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატმა, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ ილაპარაკა უდაბნოში ახალი სოფლის დაბადების მნიშვნელობაზე, აქაურობის ნათელ პერსპექტივაზე, ახალმოსახლეთა პატრიოტულ შემართებაზე.
მის გამოსვლაში ჩანდა დიდი მხარდაჭერა უდაბნოელების, ახალი სოფლის მშენებლებისადმი.“
ჯ. ქურხული, საქართველოს კომუნისტი, 1981 წ. №4
„პირველი უდაბნოელის მასწავლებელი”
„... პატარა სკოლაში დედაენას სწავლობენ ემრაშვილები და ბერუაშვილები, ასლამაზიშვილები და აფციაურები, ზეინალაშვილები და გიგაურები. მათი აღმზრდელია ალეკო ემრაშვილი: “კახი წალკოტი მხარეა. ეს უდაბნოა, მაინც აქ მირჩევნია. როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მზექალა შანიძე, გრივერ ფარულავა, თენგიზ სანიკიძე და სხვები მზრდიდნენ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ წილად მხვდებოდა პატივი და ბედნიერება, ვყოფილიყავი პირველი უდაბნოელის მასწავლებელი. მჯერა, სულ მოკლე ხანში გვექნება დიდებული სკოლა, გვეყოლება ბევრი მოსწავლე. ზოგი მათგანი, ალბათ, ისე გაუთქვამს სახელს თავის სამშობლოს, როგორც ეს შორეულ წარსულში ჰქმნეს მათმა წინაპრებმა“.
ჯ. ქურხული, საქართველოს კომუნისტი, 1981 წ. №4
XX-ე საუკუნეში თურქეთისა და კავკასიის ტერიტორიაზე მთლიანობაში 150 ათასი ბერძენი ცხოვრობდა. საქართველოს ამჟამინდელი ბერძნული მოსახლეობა ძირითადად ისტორიული პონტოსა და აღმოსავლეთ თურქეთის ვილაიეთებიდან (ერზერუმი, ყარსი) XVIII-XIX საუკუნეებში გამოქცეული ლტოლვილების შთამომავლები არიან. ბერძენი იმიგრანტების ბოლო ნაკადი საქართველოში ლოზანის კონფერენციის (1922-1923) შემდეგ შემოვიდა. ენობრივად ორ ჯგუფად იყოფიან: ბერძნულენოვანი ელინოფონები (საკუთარი სახელი - „რომეოს” უფროიშვიათად - „გრეკოს“, „ელინოს“) და თურქულენოვანი „ურუმები“. ელინოფონები ძირითადად აფხაზეთსა და აჭარაში ცხოვრობენ (მცირე ჯგუფები სამხრეთ საქართველოს სოფლებში), ურუმები კი უმთავრესად წალკისა და დმანისის რაიონებში.4 1959 წელს საქართველოში 72.9 ათასი ბერძენი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 1.8%-ს შეადგენდა, 1979 წელს - 95.1 (1.9%), 1989 წელს კი - 100.3 (1.9%).5 1989 წლის აღწერის მიხედვით, ბეძნები უმრავლესობას შეადგენდნენწალკის რაიონში - 27,127 (61.0%). რაიონში ბერძნების გარდა,მოსახლეობის 28.5%-ს სომხები შეადგენდნენ, 5.1%-ს კი აზერბაიჯანელები.
აზერბაიჯანული და ბერძნული მოსახლეობა საქართველოში 2003